ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ურსას ფეიქ ვიდეოს გავრცელებაში ადანაშაულებენ - ჯგუფმა ვიდეორგოლში სხვისი კადრები გამოიყენა (ვიდეო)

ურსას ფეიქ ვიდეოს გავრცელებაში ადანაშაულებენ - ჯგუფმა ვიდეორგოლში სხვისი კადრები გამოიყენა (ვიდეო)
ყურადღების ცენტრში ‼️ურსას ფეიქ ვიდეოს გავრცელებაში ადანაშაულებენ — ჯგუფმა ვიდეორგოლში 👇სხვისი კადრები გამოიყენა.
გვერდი „დედამიწის გარშემო“ წერს, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერი ჯგუფი „ურსა“ ავრცელებს ვიდეოს, თითქოს გერმანიაში მათ მხარდასაჭერად ემიგრანტები მივიდნენ — თუმცა გავრცელებული კადრები საერთოდ არ უკავშირდება ურსა-ს კონცერტს და ნიდერლანდებშია გადაღებული.
გვერდის ერთ-ერთი მომხმარებელი გვიყვება:
💬 „ურსა ხალხს ატყუებს. ვიდეო, რომელსაც ისინი ავრცელებენ, სინამდვილეში ჰოლანდიის ქართული სამოყვარულო თეატრის სპექტაკლიდანაა. ეს იყო გურამ ოდიშარიას ‘სათვალიანი ბომბის’ პრემიერი 5 ოქტომბერს. ახლა კი ამ კადრებს იყენებენ ისე, თითქოს მათი კონცერტის დროს ქართველები მივიდნენ. აბსურდია…“
სპექტაკლის ვიდეო თეატრის ხელმძღვანელს თავად აქვს გაზიარებული 5 ოქტომბერს — ზუსტად იმ დღით.
🔍 კიდევ ერთი საეჭვო დეტალი:
ურსას მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს დუსელდორფის კადრები, მიუხედავად იმისა, რომ კონცერტი 22 ნოემბერს ნიდერკასელში იყო დაგეგმილი.
‼️📝 აღნიშული კადრები გადაამოწმა „რადიო თბილისის“ დუსელდორფის კორესპონდენტმა არჩილ ჯორჯაძემ, რომელიც 10 წელზე მეტია იქ ცხოვრობს.
მისი თქმით, ვიდეოში ნაჩვენები ლოკაციები დუსელდორფს საერთოდ არ შეესაბამება, რაც დამატებით ამყარებს ეჭვს, რომ ურსას მასალა მანიპულაციურია.
ემიგრანტური მოძრაობა „ერთობა“ მანამდე აცხადებდა, რომ ქართველმა ემიგრანტებმა ურსა-ს კონცერტი ნიდერკასელში ჩაშალეს, რის შემდეგაც ჯგუფმა, სავარაუდოდ, ღონისძიება დუსელდორფში გადაიტანა
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.