ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ემანუელ მაკრონი - ჩარევისა და ზეწოლის მცდელობების მიუხედავად, მოლდოველი ხალხის არჩევანი მტკიცედ დადასტურდა

ემანუელ მაკრონი - ჩარევისა და ზეწოლის მცდელობების მიუხედავად, მოლდოველი ხალხის არჩევანი მტკიცედ დადასტურდა

ჩარევისა და ზეწოლის მცდელობების მიუხედავად, მოლდოვას რესპუბლიკის ხალხის არჩევანი მტკიცედ დადასტურდა, - ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მოლდოვაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ წინასწარ შედეგებს.
„საფრანგეთი მხარს უჭერს მოლდოვას მის ევროპულ პროექტში და თავისუფლებისა და სუვერენიტეტისკენ სწრაფვაში“, - წერს მაკრონი.
ცნობისთვის, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 99.91 პროცენტის დათვლის შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.16 პროცენტით ლიდერობს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.