არქივი23 სექტემბერი, 2025, 13:41
სალომე ზურაბიშვილი - პროტესტის 300 დღე მხოლოდ რიცხვი არ არის, ეს გამბედაობის მტკიცებულებაა - დაკავებებისა და განუწყვეტელი რეპრესიების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ ხალხის ნების გატეხვა ვერ შეძლო

დაკავებებისა და განუწყვეტელი რეპრესიების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ ხალხის ნების გატეხვა ვერ შეძლო, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.
„პროტესტის 300 დღე მხოლოდ რიცხვი არ არის, ეს გამბედაობის მტკიცებულებაა. დაკავებებისა და განუწყვეტელი რეპრესიების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ ხალხის ნების გატეხვა ვერ შეძლო. ქართველები იბრძვიან არა მხოლოდ უსამართლობის წინააღმდეგ, არამედ ევროპის, დემოკრატიისა და თავისუფალი მომავლისთვის!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.