– უნდა დავეხმაროთ უკრაინას თავის დაცვაში, მაგრამ მესამე მსოფლიო ომის გაჩაღება არ გვინდა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთს არ სურს მესამე მსოფლიო ომის გაჩაღება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო, მაგრამ უკრაინას თავის დაცვაში დაეხმარება, – ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.
„ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას თავის დაცვაში, მაგრამ არ გვინდა მესამე მსოფლიო ომის გაჩაღება. ომი უნდა შეწყდეს და მოლაპარაკებების დასაწყებად საუკეთესო მდგომარეობაში უნდა იყოს“, – აღნიშნა მაკრონმა.
ამასთან, მისი თქმით, საფრანგეთი მზადაა, სხვა ევროპულ ქვეყნებთან დაიწყოს მოლაპარაკებები ბირთვული იარაღით აღჭურვილი ფრანგული საბრძოლო თვითმფრინავების მათ ტერიტორიაზე განლაგების შესახებ, როგორც ამას შეერთებული შტატები აკეთებს.
„ამერიკელებს თვითმფრინავები ჰყავთ ბელგიაში, გერმანიაში, იტალიასა და თურქეთში. მზად ვართ ამ დისკუსიის დასაწყებად. ჩარჩოს ძალიან კონკრეტულად განვსაზღვრავ მომდევნო კვირებსა და თვეებში“, – განაცხადა მაკრონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს