ემანუელ მაკრონი პუტინის შეთავაზებაზე – პირველი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯია, უპირობო ცეცხლის შეწყვეტას წინ არ უძღვის მოლაპარაკებები

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინადადება უკრაინასთან პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ პირველი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯია, – ინფორმაციას France 24-ი ავრცელებს.
„პირველი, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯია. უპირობო ცეცხლის შეწყვეტას წინ არ უძღვის მოლაპარაკებები“, – განაცხადა მაკრონმა და დასძინა, რომ პუტინი „გამოსავალს ეძებს, მაგრამ მაინც დროის მოგება სურს“.
შეგახსენებთ, საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ლიდერებმა ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე ერთობლივი განცხადება მიიღეს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, უნდა მოხდეს ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტა მინიმუმ 30 დღით. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი კიევს სტამბოლში 15 მაისს პირდაპირი მოლაპარაკებების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე განახლება შესთავაზა.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“