სი ძინპინს შეხვდა

ემანუელ მაკრონი სი ძინპინს შეხვდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს ვაჭრობის, გარემოსდაცვით და გეოპოლიტიკურ საკითხებში თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
„ახლა, ისე როგორც არასდროს, საფრანგეთსა და ჩინეთს შორის დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ურთიერთობებისთვის პოზიტიურ სამმხრივ დღის წესრიგს გთავაზობთ: გეოპოლიტიკურ სტაბილურობას, ეკონომიკურ დაბალანსებას და გარემოსდაცვით მდგრადობას. ჩვენ მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა მაკრონმა.
თავის მხრივ, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთი უკრაინასა და ღაზაში მშვიდობის მხარდაჭერას აგრძელებს.
„საგარეო სივრცე როგორც არ უნდა შეიცვალოს, ჩვენმა ქვეყნებმა დამოუკიდებლობა და დიდი ძალების სტრატეგიული ხედვა უნდა აჩვენონ“, – აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტი ჩინეთში გუშინ ჩავიდა. ეს ჩინეთში მაკრონის მეოთხე სახელმწიფო ვიზიტია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – „ოცნების” პირობებში ადამიანის სიცოცხლე მხოლოდ სტატისტიკის ნაწილია – დიუშენის მედიკამენტური მკურნალობა შეიძლება ძვირია, მაგრამ საპირწონედ დგას ბავშვების სიცოცხლე

ნიკა მელია – ჩემთვის გამოუცნობია, როგორ ხერხდება, რომ ამბიციური პოლიტიკოსები წელიწადში ათჯერ მოხვდნენ ბრიუსელში და არც ერთხელ ზუგდიდში?! – სწორია – ათჯერ ზუგდიდში, საკმარისია – ერთხელ ბრიუსელში!