ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ემანუელ მაკრონი – რუსეთი სულ უფრო ღრმად იჭედება ომისა და ტერორის ლოგიკაში

ემანუელ მაკრონი – რუსეთი სულ უფრო ღრმად იჭედება ომისა და ტერორის ლოგიკაში

რუსეთმა კიდევ ერთხელ ჩამოაგდო ასობით დრონი და რაკეტა უკრაინის თავზე, განახორციელა განურჩეველი დარტყმები, მათ შორის საცხოვრებელ ტერიტორიებსა და მთავრობის შენობაზე, – ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას.
„უკრაინასთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად მხარს ვუჭერთ მშვიდობას. რუსეთი სულ უფრო ღრმად იჭედება ომისა და ტერორის ლოგიკაში. უკრაინის გვერდით, გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას, რათა უზრუნველვყოთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარება“, – წერს მაკრონი.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინას 800-ზე მეტი დრონით და რაკეტით შეუტია. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. არიან დაღუპულები და დაშავებულები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.