ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ემანუელ მაკრონი - რუსეთზე ზეწოლა მომდევნო კვირების განმავლობაში გაძლიერდება

ემანუელ მაკრონი - რუსეთზე ზეწოლა მომდევნო კვირების განმავლობაში გაძლიერდება

რუსეთზე ზეწოლა მომდევნო კვირების განმავლობაში გაძლიერდება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ნამდვილად მჯერა, რომ მომდევნო კვირების განმავლობაში რუსეთის ეკონომიკასა და რუსეთის მიერ ომის დაფინანსების უნარზე ზეწოლა მნიშვნელოვნად გაძლიერდება. ზეწოლა გაიზრდება. ვიცით, რომ რუსეთის სამხედრო ძალისხმევის 40% „ჩრდილოვანი ფლოტის“ მეშვეობით ფინანსდება“, - განაცხადა მაკრონმა.
ასევე, მაკრონის თქმით, აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევას მიესალმება და ახლა რუსეთის პასუხი აჩვენებს, ნამდვილად დაინტერესებულია თუ არა ის მშვიდობით.
„ცეცხლის შეწყვეტა ჯერ კიდევ მარტში მოვითხოვეთ, ზელენსკი დათანხმდა, რუსეთმა კი უარი განაცხადა. შემდეგ კიდევ ერთი წინადადება ივნისში იყო და რუსეთმა კვლავ უარი თქვა. შემდეგ ანკორიჯი და აშშ-ის წინადადება იყო, თუმცა რუსეთმა ისევ უარი განაცხადა. ამჯერად ამერიკამ ახალი წინადადება წამოაყენა და ისევ რუსეთს უნდა დაველოდოთ“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.