ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დონალდ ტრამპი რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვას დაესწრება

დონალდ ტრამპი რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვას დაესწრება

დონალდ ტრამპის განცხადებით, რომის პაპის დაკრძალვას დაესწრება.
„მე და მელანია რომში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე მივემგზავრებით. იქ ყოფნას მოუთმენლად ველით!“, - წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვატიკანის განცხადებით, პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა.
რომის პაპ ფრანცისკეს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.