არქივი20 ივნისი, 2025, 15:09
ემანუელ მაკრონი ირან-ისრაელის კონფლიქტზე - მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები უნდა შეწყდეს

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები უნდა შეწყდეს.
„რამდენიმე დღეა, საფრანგეთი მკაფიოდ და მარტივად აცხადებს: ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ დარტყმებს გამართლება არ აქვს“, - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ირანმა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებაზე მზადყოფნა უნდა გამოხატოს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.