ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელის საელჩო საქართველოში: ღამით, ირანის რეჟიმმა განზრახ მიიტანა იერიში ისრაელის მშვიდობიან მოქალაქეებზე – 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვი

ისრაელის საელჩო საქართველოში: ღამით, ირანის რეჟიმმა განზრახ მიიტანა იერიში ისრაელის მშვიდობიან მოქალაქეებზე – 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვი

საქართველოში ისრაელის საელჩო ღამით განვითარებული მოვლენების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
“დღეს ღამით, კიდევ ერთხელ, ირანის რეჟიმმა განზრახ მიიტანა იერიში ისრაელის მშვიდობიან მოქალაქეებზე, სანამ მათ ეძინათ.
8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 ბავშვი.
200-ზე მეტი დაშავდა. 35 ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება. ოჯახები გახლეჩილია.
ირანი უდანაშაულოებს ესხმის თავს.
ისრაელი ესხმის თავს ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს – რომ შეაჩეროს მსოფლიოში ყველაზე საშიში ტერორისტული რეჟიმის მიერ მსოფლიოში ყველაზე საშიში იარაღის ფლობა.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხალხის დასაცავად.
ისრაელი აკეთებს იმას, რაც აუცილებლად გასაკეთებელია”, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.