ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ემანუელ მაკრონი - იმის ფონზე, როგორ ცინიკურად იქცევა პრეზიდენტი პუტინი, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ ტრამპს ამაზე რეაგირება ექნება

ემანუელ მაკრონი - იმის ფონზე, როგორ ცინიკურად იქცევა პრეზიდენტი პუტინი, დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტ ტრამპს ამაზე რეაგირება ექნება

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი “პუტინის ცინიზმზე რეაგირებას მოახდენს”.
ამის შესახებ მაკრონმა ტირანაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“იმის ფონზე, თუ როგორ ცინიკურად იქცევა პრეზიდენტი პუტინი, მჯერა - დარწმუნებულიც კი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი, აშშ-ისადმი ნდობაზე ზრუნვაში, რეაგირებას მოახდენს ამაზე. ის ამერიკელმა ხალხმა აირჩია. ის თანამდებობაზე კეთილშობილური მიზნით მოვიდა - უზრუნველყოს მშვიდობა, და ამბობდა, რომ ამ მიზნისთვის ყველას ჩართავდა.
პუტინმა და მისმა არმიამ პატივისცემა არ გამოიჩინეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებებისადმი, რომლებიც, შეგახსენებთ, ამერიკული ინიციატივა იყო,” - განაცხადა მაკრონმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.