ურსულა ფონ დერ ლაიენი – ისრაელელი მძევლების დაბრუნება შვების მომენტია მთელი მსოფლიოსთვის

ისრაელელი მძევლების დაბრუნება ნამდვილი სიხარულის მომენტია ოჯახებისთვის და შვების მომენტი მთელი მსოფლიოსთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ახალი ფურცლის გადაშლა. შეიძლება ახალი თავის დაწყება. ევროპა სრულად უჭერს მხარს შეერთებული შტატების, კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.
მისი თქმით, დღეს შარმ ელ-შეიხში ომის დასრულების შეთანხმების დასრულება ისტორიული ეტაპი იქნება.
„მზად ვართ, წვლილი შევიტანოთ მის წარმატებაში ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით. კერძოდ, მმართველობისა და პალესტინის ხელისუფლების რეფორმის მხარდაჭერის უზრუნველყოფით. ჩვენ ვიქნებით აქტიური ძალა პალესტინის დონორთა ჯგუფში. ასევე, ჩვენ გამოვყოფთ ევროკავშირის დაფინანსებას ღაზას რეკონსტრუქციისთვის“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
შეგახსენებთ, ღაზის სექტორში 7 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლეს. დღესვე იგეგმება დარჩენილი 13 ცოცხალი მძევლის გათავისუფლებაც.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე