ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ემანუელ მაკრონი - ვგმობ ირანის მიერ კატარზე განხორციელებულ დარტყმებს - მოვუწოდებ ყველა მხარეს, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას, ქაოსის სპირალი უნდა დასრულდეს

ემანუელ მაკრონი - ვგმობ ირანის მიერ კატარზე განხორციელებულ დარტყმებს - მოვუწოდებ ყველა მხარეს, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას, ქაოსის სპირალი უნდა დასრულდეს

გამოვხატავ საფრანგეთის სოლიდარობას კატარის მიმართ, რომელსაც ირანმა საკუთარ ტერიტორიაზე დაარტყა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, მჭიდრო კონტაქტზეა ქვეყნის ხელისუფლებასთან და პარტნიორებთან რეგიონში.
„მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, მოახდინონ სიტუაციის დეესკალაცია, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას. ქაოსის სპირალი უნდა დასრულდეს“, - წერს მაკრონი.
მისი თქმით, კატარის ემირ შეიხ თამიმს ესაუბრა და მისი ქვეყნის მიმართ სრული სოლიდარობა გამოხატა.
„მას გადავეცი სრული სოლიდარობა და რომ ვგმობ ირანის მიერ მის ქვეყანაზე განხორციელებულ დარტყმებს. საფრანგეთი დგას კატარის და მისი თითოეული პარტნიორის გვერდით სპარსეთის ყურეში“, - წერს მაკრონი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.