ემანუელ მაკრონი – გვინდა მშვიდობა, მაგრამ არ გვინდა მშვიდობა, რომელიც სინამდვილეში კაპიტულაციაა

ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ არ გვინდა მშვიდობა, რომელიც სინამდვილეში კაპიტულაციაა. ეს უკრაინას შეუძლებელ მდგომარეობაში აყენებს, რუსეთს კი აძლევს თავისუფლებას, წინ წავიდეს – მათ შორის სხვა ევროპელების წინააღმდეგ და საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
მისი თქმით, ჟენევაში მოლაპარაკებების დაწყებამდე უკრაინისა და ევროპელი მოკავშირეებისთვის წარდგენილი გეგმა „სწორი მიმართულებით – მშვიდობისკენ – მიმავალი ნაბიჯი იყო“.
„გეგმაში არის ელემენტები, რომლებიც განხილვას, მოლაპარაკებას და გაუმჯობესებას იმსახურებდა“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი საკითხია მოსაზრება, რომ უკრაინას, შესაძლოა, თავს მოახვიონ ტერიტორიული ვალდებულებები. მაკრონმა კიდევ ერთხელ გაიმეორა პოზიცია, რომ მხოლოდ კიევს შეუძლია თავის საზღვრებში ცვლილებების დამტკიცება.
მან ასევე გააპროტესტა გეგმის ის ელემენტები, რომლებიც ევროპაში გაყინული რუსული აქტივების ევროპული ქვეყნების თანხმობის გარეშე გამოყენებას ითვალისწინებს.
„ევროპელების გადასაწყვეტია, რა მოხდება ევროპაში გაყინულ აქტივებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მაკრონმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – „ოცნების” პირობებში ადამიანის სიცოცხლე მხოლოდ სტატისტიკის ნაწილია – დიუშენის მედიკამენტური მკურნალობა შეიძლება ძვირია, მაგრამ საპირწონედ დგას ბავშვების სიცოცხლე

ნიკა მელია – ჩემთვის გამოუცნობია, როგორ ხერხდება, რომ ამბიციური პოლიტიკოსები წელიწადში ათჯერ მოხვდნენ ბრიუსელში და არც ერთხელ ზუგდიდში?! – სწორია – ათჯერ ზუგდიდში, საკმარისია – ერთხელ ბრიუსელში!