ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო უკრაინაში ერთთვიანი, ნაწილობრივი ზავის მიღწევაზე მუშაობენ

საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო უკრაინასა და რუსეთს ნაწილობრივ, ერთთვიან ზავს სთავაზობენ, რომელიც სახმელეთო საბრძოლო მოქმედებებს არ მოიცავს, – Reuters-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში გააკეთა.
მაკრონის თქმით, ზავი გავრცელდება შეტევებზე „ჰაერში, ზღვაში და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე“.
„ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, ძალიან რთული იქნება იმის დადასტურება, რომ ფრონტის გასწვრივ (ბრძოლას) პატივს სცემენ“, – განუცხადა მაკრონმა Le Figaro-ს.
ამასთან, საფრანგეთ-ბრიტანეთის წინადადებით, ევროპული სახმელეთო ჯარები უკრაინაში მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის მეორე ფაზის დროს განთავსდება.
“უახლოეს კვირებში უკრაინის ტერიტორიაზე ევროპული ჯარები არ იქნება. საკითხავია, როგორ გამოვიყენოთ ეს დრო, რათა მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას, მოლაპარაკებებით, რომელსაც რამდენიმე კვირა დასჭირდება, შემდეგ კი, მშვიდობის შესახებ ხელმოწერის შემდეგ, განლაგება მოხდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – გორში ნახეთ სადიზმის დონე, ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, წესიერ კაცს შეტენონ, რომ ტერორისტია, თუ ფორმალურად ვიღაცებს შეახოცონ ხელი – ნორმალურ ქვეყანაში მინიმუმ შს მინისტრი გადამდგარი იქნებოდა