საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინაში ერთთვიანი ზავი შეამოწმებს, იმოქმედებს თუ არა პუტინი კეთილსინდისიერად

რუსეთ-უკრაინის ომში „ნაწილობრივი ზავი“, რასაც საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერების მიერ შემოთავაზებული იდეა ითვალისწინებს, შეიძლება გახდეს უფრო ხანგრძლივი შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების წინაპირობა და ასევე საშუალებას მოგვცემს დავინახოთ მზად არის თუ არა მოსკოვი რაიმე შეთანხმების განსახორციელებლად, – Fox News-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ RTL Radio-ს განუცხადა.
მისი განმარტებით, დროებითი ზავი შეამოწმებს, იმოქმედებს თუ არა პუტინი კეთილსინდისიერად და იქნება თუ არა მზად სერიოზულად დაიწყოს მოლაპარაკებები გრძელვადიან სამშვიდობო შეთანხმებაზე.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო უკრაინასა და რუსეთს ნაწილობრივ, ერთთვიან ზავს სთავაზობენ, რომელიც გავრცელდება შეტევებზე „ჰაერში, ზღვაში და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე“.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?