ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ელჩებო, სად ხართ? ვის ემსახურებით? რას ემსახურებით?” – ზურაბიშვილი

“ელჩებო, სად ხართ? ვის ემსახურებით? რას ემსახურებით?” – ზურაბიშვილი

მინდა მივმართო ელჩებს, ადრეც მივმართე და მეორედ ვეკითხები, დღეს რაღას აკეთებთ, ვის ემსახურებით, რას ემსახურებით? სადა ხართ? რუსეთს გინდათ ემსახუროთ? ხვალ აქ რუსეთია, თუ არ ამოვიღეთ ხმა. მოგმართავთ ყველას, ვინც სახლში ხართ, ვინც გამოსული ხართ, არ დაკარგოთ იმედი, არავინ გაბედოს და ჩაგიკლათ დღევანდელი პროტესტი. არ შეგუება, არდანებება, წინააღმდეგობა და მე ამის ერთგული ვიქნები ბოლომდე, როგორც თქვენ იქნებით ერთგული ბოლომდე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.