ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს?“ – ზურაბიშვილი სპეცრაზმელებს ესაუბრება

„რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს?“ – ზურაბიშვილი სპეცრაზმელებს ესაუბრება

აქციაზე მისული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, სპეცრაზმელებთან გასაუბრებას ცდილობს.
„თქვენი მოვალეობა არაა, დაშალოთ ხალხი. რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ფიცი ვის წინაშე დადეთ? მაინტერესებს პასუხი. პრეზიდენტს არ პასუხობთ? თქვენ მომავალზე არ ფიქრობთ? არც ქვეყნის, არც შვილების? არც თქვენს წინაპრებზე. მოგიწოდებთ მთავარსარდალი, სანამ რუსი პრეზიდენტი არ გეყოლებათ. რამდენი ლარის გულისთვის ემსახურებით სხვა ქვეყანას?“, – უთხრა მან სპეცრაზმელებს.
პასუხი სპეცრაზმელებს არ გაუციათ.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.