ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ელისეის სასახლე - როცა ევროპის ერთიანობა პრობლემას წარმოადგენს, დეზინფორმაცია იმდენად შორს მიდის, რომ უბრალო ხელსახოცსაც ნარკოტიკად წარმოაჩენს - ცრუ ინფორმაციას საფრანგეთის მტრები ავრცელებენ

ელისეის სასახლე - როცა ევროპის ერთიანობა პრობლემას წარმოადგენს, დეზინფორმაცია იმდენად შორს მიდის, რომ უბრალო ხელსახოცსაც ნარკოტიკად წარმოაჩენს - ცრუ ინფორმაციას საფრანგეთის მტრები ავრცელებენ

როდესაც ევროპის ერთიანობა პრობლემას წარმოადგენს, დეზინფორმაცია იმდენად შორს მიდის, რომ უბრალო ხელსახოცსაც ნარკოტიკად წარმოაჩენს, - ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიევისკენ მიმავალ მატარებელში ემანუელ მაკრონის მიერ გამოყენებული ხელსახოცის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
„ამ ცრუ ინფორმაციას საფრანგეთის მტრები ავრცელებენ, როგორც საზღვარგარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. ფხიზლად იყავით მანიპულაციებთან“, - აღნიშნულია ელისეის სასახლის განცხადებაში.
ემანუელ მაკრონის ადმინისტრაცია ორ ფოტოს აქვეყნებს: პირველზე ასახულია მაგიდაზე დადებული ხელსახოცი განმარტებით: „ეს ხელსახოცი გასაწმენდადაა“. მეორე ფოტოზე - ევროპული ქვეყნების ლიდერების ფოტოზე დატანილია წარწერა: „ეს არის ევროპული ერთიანობა მშვიდობის ხელშესაწყობად“.
ცნობისთვის, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაგიდაზე, რომლის გარშემოც ემანუელ მაკრონი ფრიდრიხ მერცთან და კირ სტარმერთან ერთად იჯდა, თეთრ ფხვნილიანი პაკეტი იდო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.