ელისეის სასახლე ამერიკელ რადიოწამყვანს პასუხობს: დეზინფორმაცია იმდენად შორს მიდის, რომ უბრალო ხელსახოცს ნარკოტიკად ასაღებს

საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კიევში ვიზიტის დასრულების შემდეგ, მატარებელში გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს ამერიკელი რადიოწამყვანი.
განმარტებაში ალექს ჯონსი “იქსის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ მაგიდაზე თეთრი ფხვნილის პაკეტი დევს და მაკრონი მას სწრაფად ინახავს ჯიბეში, მერცი კი კოვზს მალავს.
“ზელენსკი, რომელიც ცნობილია კოკაინისადმი დამოკიდებულებით, მათ მასპინძლობდა. სამივე “ლიდერი” სრულიად განადგურებულად გამოიყურება”, – აღნიშნულია ალექს ჯონსის პოსტში.
ჯონსის საპასუხო განცხადება გაავრცელა ელისეის სასახლემ. საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ფოტოს, რომელზედაც ჩანს, რომ მაგიდაზე ხელსახოცი დევს.
“როდესაც ევროპული ერთიანობა ხელის შემშლელი ხდება, დეზინფორმაცია იმდენად შორს მიდის, რომ უბრალო ხელსახოცს ნარკოტიკად ასაღებს. ეს ყალბი ამბავი საფრანგეთის მტრების მიერ ვრცელდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ უნდა დავრჩეთ ფხიზლად მანიპულაციების წინააღმდეგ”, – აღნიშნავს ემანუელ მაკრონის ადმინისტრაცია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს