ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კობახიძემ ფინეთის საგარეო მინისტრთან შეხვედრა მისი აქციაზე მისვლის გამო გააუქმა

კობახიძემ ფინეთის საგარეო მინისტრთან შეხვედრა მისი აქციაზე მისვლის გამო გააუქმა

"გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა" - წერია ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინიტრი და ეუთო-ს (OSCE) მოქმედი თავმჯდომარე, ელინა ვალტონენი 14 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მივიდა.
"თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი დემონსტრანტები შეიკრიბნენ, რათა შეშფოთება გამოხატონ ქვეყნის რეპრესიულ მიმართულებაზე. მათ აქვთ დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების სრული უფლება. აქ მათ მხარდასაჭერად ვართ" - დაწერა ფინეთის საგარეო საქმეთა მინიტრმა სოციალურ ქსელ X-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.