ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ელენე ხოშტარია - 7 აგვისტოს რუსული რეგულარული არმია უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იყო, გვქონდა მსხვერპლი - ვერც რუსები და ვერც ქართველი რუსები ისტორიას ვერ გადაწერენ

ელენე ხოშტარია - 7 აგვისტოს რუსული რეგულარული არმია უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იყო, გვქონდა მსხვერპლი - ვერც რუსები და ვერც ქართველი რუსები ისტორიას ვერ გადაწერენ

7 აგვისტოს რუსული რეგულარული არმია უკვე საქართველოს ტერიტორიაზე იყო, გვქონდა მსხვერპლი - ვერც რუსები და ვერც ქართველი რუსები ისტორიას ვერ გადაწერენ, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი “დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

“ვერ გადაწერენ გმირობის ისტორიას, ვერ დაგვავიწყებენ ქართველ სამხედროებს, ვერ დააკნინებენ ანწუხელიძეს. ვერც იმას ვერ გადაწერენ, რომ საქართველომ სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნა. მთავრობა არსად გაქცეულა, ბოლომდე იდგა, ქვეყანა არ ჩამოშლილა და საქართველო არ გაუქმებულა.

ვერც საქართველოს ოკუპაციის ისტორიას გადაწერენ, სადაც თავად ქართული ოცნება რუს ოკუპანტებთან ერთად სირცხვილის ფურცლებს შეავსებს.

რუსეთი ოკუპანტია, ქოცი რუსია.

გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.