ელენე ხოშტარია: ჩემს დეიდაშვილს, ანდრო ჭიჭინაძეს შეუვარდა სახლში კრიმინალური პოლიცია და წაიყვანეს. ეს არის ხალხის შიში

ჩემს დეიდაშვილს, ანდრო ჭიჭინაძეს შეუვარდა სახლში კრიმინალური პოლიცია და წაიყვანეს. აბსოლუტურად გაუგებარია რატომ. ეს არის ხალხის შიში, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

“დღეს ხელისუფლება გადავიდა კიდევ ახალ ტაქტიკაზე. ეს მეტყველებს იამზე, თუ რამდენად ეშინიათ აქციების. ეშინიათ საქართველოს მოქალაქეების. ჩემს დეიდაშვილს, ანდრო ჭიჭინაძეს შეუვარდა სახლში კრიმინალური პოლიცია და წაიყვანეს. აბსოლუტურად გაუგებარია რატომ. მე ინფორმაცია მაქვს კიდევ 4 ასეთ შემთხვევაზე, უბრალოდ აქციის მონაწილეების დაკავების. ეს არის ხალხის შიში. ეს მეტყველებს სწორედ იმაზე, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ბრძოლა. იმიტომ, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელიც იქნება დაცული ამ ქვეყანაში, თუ ჩვენ ამ ბრძოლას არ მოვიგებთ. არ არსებობს არც მსახიობი, არც ექიმი, არც პოლიტიკოსი, არც არავინ, ვინც იქნება დაცული თუ ჩვენ ვიცხოვრებთ რუსეთში”, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ჩვენი სურვილია, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება იანვრისთვის მიიღოს – რადგან სარჩელი რადიკალურად არ იცვლება, იმედი გვაქვს, სასამართლოს დამატებით დრო არ დასჭირდება

ლაშა წიკლაური: რომ არა ვილი სანიოლი, გიორგი გვესელიანის შესახებ დღეს საქართველოს მონახლეობის 99.9%-ს არაფერი ეცოდინებოდა, რადგან ის იქნებოდა ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩიც არ ექნებოდა ჩატარებული