“ჩემი დეიდაშვილი დააკავეს მხეცურად” – ელენე ხოშტარია

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს. მსახიობი საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დააპატიმრეს. როგორც ირკვევა, ის ელენე ხოშტარიას დეიდაშვილია.
მსახიობი საკუთარი სახლიდან აიყვანეს, იქამდე მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
ელენე ხოშტარია წერს:
ჩემი დეიდაშვილი დააკავეს მხეცურად. ყველას გამოვიყვანთ! ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.
“დღეს ხელისუფლება გადავიდა კიდევ ახალ ტაქტიკაზე. ეს მეტყველებს იამზე, თუ რამდენად ეშინიათ აქციების. ეშინიათ საქართველოს მოქალაქეების. ჩემს დეიდაშვილს, ანდრო ჭიჭინაძეს შეუვარდა სახლში კრიმინალური პოლიცია და წაიყვანეს. აბსოლუტურად გაუგებარია რატომ. მე ინფორმაცია მაქვს კიდევ 4 ასეთ შემთხვევაზე, უბრალოდ აქციის მონაწილეების დაკავების. ეს არის ხალხის შიში. ეს მეტყველებს სწორედ იმაზე, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ბრძოლა. იმიტომ, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელიც იქნება დაცული ამ ქვეყანაში, თუ ჩვენ ამ ბრძოლას არ მოვიგებთ. არ არსებობს არც მსახიობი, არც ექიმი, არც პოლიტიკოსი, არც არავინ, ვინც იქნება დაცული თუ ჩვენ ვიცხოვრებთ რუსეთში”, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ მედიასთან.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს