ელენე ხოშტარია: ღია წერილი სომხეთის მოქალაქეებს

ღია წერილი სომხეთის მოქალაქეებს
მოგმართავთ პოლიტიკური პატიმრობიდან, სადაც ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო დამამწყვდიეს. მე ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყნის ისტორიული ამოცანისთვის ვიბრძვი და პატიმრობა ვერ იქნება ამისი წინაღობა.
მინდა გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება და პატივისცემა სომხური საზოგადოების მიმართ, რომელმაც რთულ ვითარებაში მოახერხა და საკუთარი შრომით მოიპოვა ევროპული პერსპექტივა. ვინ, თუ არა ქართველებმა და სომხებმა კარგად ვიცით, რა არის თავისუფლებისთვის, სახელმწიფოებრიობისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ნამდვილი მშვიდობისთვის ბრძოლა და შრომა.
ჩვენი დამოუკიდებლობის 35-წლიან ისტორიაში დადგა ისტორიული მომენტი, როდესაც ჩვენს რეგიონს აქვს თავისუფლებისკენ, მშვიდობისკენ და განვითარებისკენ გარღვევის დიდი შანსი.
ევროპელი ლიდერების ერევანში ყოფნამ სიხარულით და პატივისცემით ამავსო თქვენს მიმართ. მიხარია, რომ რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესი, ისტორიული ღონისძიება სწორედ ერევანში შედგა, რაც ცოტა ხნის წინ რთული წარმოსადგენი იქნებოდა.
ვერ გააჩერებს ჩვენი ხალხების სწრაფვას თავისუფლებისკენ და მინდა იცოდეთ, რომ ჩვენ არათუ დანებებას არ ვაპირებთ, არამედ ვაპირებთ გამარჯვებას რუსეთთან ჰიბრიდულ ომში. უნიკალური ისტორიის მქონე სამხრეთ კავკასია იქნება მშვიდობის, განვითარების და თავისუფლების რეგიონი მშობლიურ ევროპულ ოჯახში და ამისთვის დღეს სომხეთმა უდიდესი ნაბიჯი გადადგა!
📌რუსთავის ქალთა ციხე | ელენე ხოშტარია
12/05/2026