ელენე ქაიხოსროშვილი: ეროვნული ნაკრები – ამაზე დიდი მარცხი არც სპორტში არსებობს, არც კაცობაში და არც – ადამიანიბაში, როგორც ამ კაცთან (!) წააგეთ!

სამოქალაქო აქტივისტი, ელენე ქაიხოსროშვილი:
გიორგი გორგაძის ის ძველი პოსტი ხომ გახსოვთ, სადაც ეროვნულ ნაკრებს უწერს, როცა აგებ, მე მაშინაც მიყვარხარო?🥹
მას შემდეგ, რაც ნაკრების არც ერთი (!) წარმომადგენლისგან ერთი გამამხნევებელი სიტყვა არ გაუგია, თავის საბოლოო სიტყვაში ისევ ნაკრებს გულშემატკივრობს🔥💛
ამ ბიჭთან მთელი ნაკრები მიწაზე ხოხავთ, ისე წააგეთ და მას მაინც უყვარხართ, როგორც ადრე დაუწერია და როგორც დაგპირდათ! ასეთი ადამიანია! ასეთი კაცია!
ესეთი ადამიანებისთვის (!) და მათ გვერდით ვიდგებით ბოლომდე! ეს იმსახურებს უვიზოსაც, ევროკავშირსაც, საუკეთესო განათლებას და ჯანდაცვასაც და ყველაფერს!
გიორგი გორგაძეა ჩემთვის იმის სიმბოლო, რის გადარჩენასაც ვცდილობ უამრავ ადამიანთან ერთად! მისთვის და მისნაირებისთვის არ ვიღლები და არ დავიღლები და თქვენ გრცხვენოდეთ!!! ამაზე დიდი მარცხი არც სპორტში არსებობს, არც კაცობაში და არც – ადამიანიბაში, როგორც ამ კაცთან (!) წააგეთ! ეროვნული ნაკრები

ასევე დაგაინტერესებთ

უთო-ს წარმომადგენელი – არაპროპორციული სასჯელის გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ, მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება – მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მისი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ

ვახუშტი მენაბდე – სუს-ის განცხადება პოლიტიკური ანგაჟირების გემოს ტოვებს – რაც შეეხება ნიკა მელიას განაჩენს, „ოცნება“ მასთან შეზრდილი სასამართლოთი ყველაფერს აკეთებს, რომ დათრგუნოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები