ეროვნული ნაკრები ევრობასკეტზე დღეს ესპანეთს დაუპირისპირდება

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს დღეს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე ესპანეთი იქნება.
თამაში კვიპროსში, ქალაქ ლიმასოლში გაიმართება და თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.
ალექსანდარ ჯიკიჩის განკარგულებაში 12 კალათბურთელი იქნება: რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, კახა ჯინჭარაძე, ბექა ბურჯანაძე, გიორგი შერმადინი, დუდა სანაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე, კამარ ბოლდუინი, გიორგი ოჩხიკიძე.
კითხვის ნიშნის ქვეშ არის თორნიკე შენგელიას თამაში და მის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას სამწვრთნელო შტაბი მატჩის წინ მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება