ეკონომისტების უმრავლესობა ეროვნული ბანკის მიერ 7 ტონა ოქროს რეზერვების ყიდვის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება - PMCG
PMC კვლევითი ცენტრის მიერ ივნისში გამოკითხული ეკონომისტების უმრავლესობა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 500 მლნ დოლარად 7 ტონა ოქროს რეზერვების ყიდვის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკური კლიმატის II კვარტალის გამოცემაშია აღნიშნული.
„საქართველოს ეროვნული ბანკმა (სებ) ახლახან შეიძინა, $500 მილიონი ღირებულების, 7 ტონა ოქრო, საერთაშორისო რეზერვებისათვის.
გამოკითხული ეკონომისტთაგან უფრო მეტი არ დაეთანხმა სებ-ის გადაწყვეტილებას, ვიდრე დაეთანხმა“, - ნათქვამია გამოცემაში.
სებ-მა საერთაშორისო რეზერვებში ოქროს დამატებაზე გადაწყვეტილება მარტში მიიღო, რისთვისაც 500 მილიონი დოლარის 7 ტონა ოქრო შეიძინა. როგორც მაშინ ნათია თურნავა განმარტავდა, სებ-მა ოქრო სავალუტო რეზერვების დიფერსიფიცირების მიზნით შეიძინა, რისთვისაც მათ ლონდონის ბირჟაზე უმაღლესი სინჯის ოქროს ზოდები იყიდეს. 7 ტონა ოქრო საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის საცავში განთავსდება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.