ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჩვენ მიერ ტესტირებულ მკაცრ სტრეს-სცენარებშიც კი, ბანკები ახერხებენ შეინარჩუნონ სიცოცხლისუნარიანობა - ნათია თურნავა

ჩვენ მიერ ტესტირებულ მკაცრ სტრეს-სცენარებშიც კი, ბანკები ახერხებენ შეინარჩუნონ სიცოცხლისუნარიანობა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის (IADI) კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სისტემა კარგადაა კაპიტალიზირებული და ლიკვიდურობის მყარ ბუფერებს ინარჩუნებს.
„სისტემა კარგადაა კაპიტალიზირებული და ლიკვიდურობის მყარ ბუფერებს ინარჩუნებს, აქვს ძლიერი მომგებიანობა და აქტივების კარგი ხარისხი. ჩვენ მიერ ტესტირებულ მკაცრ სტრეს-სცენარებშიც კი, ბანკები ახერხებენ შეინარჩუნონ სიცოცხლისუნარიანობა და განაგრძონ ფინანსური სერვისების მიწოდება", - დასძინა მან.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ეროვნული ბანკის საზედამხედველო და რეზოლუციის ფუნქციაზე ისაუბრა, რაც სებ-ს საქართველოს რეზოლუციის ორგანოდ აქცევს და პასუხისმგებელს ხდის რეზოლუციის ჩარჩოს შემუშავებასა და ქვეყანაში მის ფუნქციონირებაზე.
„ჩვენი ჩარჩო დაფუძნებულია ევროპულ BRR დირექტივაზე, ძირითადად შეესაბამება მას და ამჟამად ვართ ევროკავშირის ჩარჩოსთან სრული შესაბამისობის გზაზე. გარდა ამისა, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთან ერთად ვმუშაობთ ჩვენი ჩარჩოს გაძლიერებაზე, რადგან მისი როლი მომავალში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
კონფერენციაში, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ბაზრისთვის დეპოზიტების გარანტიის სქემის უპირატესობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, სხვადასხვა ქვეყნის ინდუსტრიის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების მონაწილეებმა დეპოზიტების დაზღვევის სისტემების მიღწევებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.
როგორც სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ აღნიშნა, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა უმნიშვნელოვანესი საყრდენია არა მხოლოდ ფინანსური სტრესის მართვისა და მეანაბრეების დაცვის, არამედ ბაზრის ნდობის აღდგენისთვის.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.