ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ეკვადორის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მეუღლესთან ერთად ჩაცხრილეს

ეკვადორის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მეუღლესთან ერთად ჩაცხრილეს

ეკვადორის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მარიო პინეიდა მეუღლესთან ერთად ჩაცხრილეს, ამის შესახებ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 33 წლის ფეხბურთელი და მისი მეუღლე ეკვადორში, ხორცის მაღაზიის წინ ჩაცხრილეს. პინეიდა წარსულში მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებდა და ამის შესახებ სამართალდამცავებს რამდენჯერმე მიმართა.
მარიო ეკვადორის ნაკრების ღირსებას 2015/2021 წლებში იცავდა, რაც შეეხება მის საკლუბო კარიერას, იგი სხვადასხვა დროს "ინდეპენდიენტეს", "ფლუმინენსესა" და "ელ ნასიონალის" ღირსებას იცავდა, ბოლოს კი "ბარსელონა SC"-ში ასპარეზობდა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.