ეკა ხოფერია: “აქეთ მზე, იქით მთვარე, უკან კიდევ – ვარსკვლავები“! ესეც  ჩემი დაბრუნება. ესეც კიდევ ახალი ეტაპი

ჟურნალისტ ს საზოგადოება კარგად იცნობს. ის სხვადასხვა დროს არაერთი სატელევიზიო შოუს წამყვანი იყო. ეკა ხოფერიას მეუღლე  მიხეილ ხუჯაძე კი შპს “ფრანგულ-გერმანული ხუჯაძე-გოგნიაშვილის კლინიკის” პარტნიორი და 33.3%-ის მფლობელია.

ამჯერად ეკა ჟურნალ „სითისთვის“ გადაღებულ ახალ ფოტოსესიას გვიზიარებს და  სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

“ესეც ასე!

„აქეთ მზე, იქით მთვარე, უკან კიდევ – ვარსკვლავები“! ესეც  ჩემი დაბრუნება. ესეც კიდევ ახალი ეტაპი. ესეც  „სითი ჰოლდინგი“. რა მალე გავიდა ორ წელიწად-ნახევარი.

გაქანებული პანდემია იყო, რუსლან აბაშიძემ ს  განათლების და კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობა რომ შემომთავაზა. მახსოვს, მაშინ ამ საქმისთვის  ორი წელი  მოვინიშნე. ორ წელიწად- ნახევარი გამოვიდა. რთული იყო წამოსვლა და, როგორც კარგად ხვდებით და მიცნობთ, არა პოსტისა და სტატუსის,  ხალხის გამო. აფხაზეთის ხალხის გამო, რომელიც ვერც კი წარმომედგინა, ასე თუ  მიყვარდა. ასეთი  უანგარო სიყვარული, რაც მათ გამომაყოლეს, მართლა არასდროს მიმიღია. სულ  გამყვება ის წლები. ჰოდა, აი, ამოდენა სიყვარულმა მომცა და მომცემს ენერგიას, ვაკეთო მეტი და უფრო მეტი.

„სითიში“ რომ ვბრუნდებოდი, ვფიქრობდი, რით ვბრუნდები და რას ვიწყებ? რას ვაშენებ ახალს  „სითი ჰოლდინგის“ სახით. რა ღირებულებებზე დგას ამდენი საქმე, სახელად – „სითი“? გეტყვით. აღმოჩნდა, რომ  ჩემი ცხოვრებისა და საქმიანობის მთავარი ღირებულება გუნდის შექმნაა. ახალი თაობის წარმომადგენლების გაცნობა, მათ გვერდში დგომა, სწავლება და თუ გნებავთ, გაზრდა, გამოცდილების მიცემა, დაფრთიანება და დიდ მოგზაურობაში გაშვება. ბევრ მათგანს დღეს რომ შორიდან თვალს ვადევნებ, სიამაყით და სიყვარულით მევსება გული.

სწორედ ამ ღირებულებას დაეყრდნობა „სითი ჰოლდინგი“ – ახალი, ოქროს გუნდის შეკრება იწყება და ამ გზაზე გვერდით მიდგანან ისინი, ვინც „სითის“ სათავეებთან იდგა. მეორე,  ან იქნებ პირველიც , ეს ჩვენი მშობლიური ენაა. ენა, რომელსაც  ზოგჯერ ვერ ვცნობთ,  ვერც წაკითხვისას და ვერც მოსმენისას. რთულია, მაგრამ ამოცანად მაქვს დასახული,  აქ, ამ სივრცეში, ის, რასაც „სითის“ ხელწერა ჰქვია, ქართული იყოს. ვეცადოთ მაინც.

გპირდებით, რომ  აქ თქვენ არ შეგხვდებათ,  მაგალითისთვის – “ლუქი მოირგო”.  ამოვიჩემე ეს სიტყვათა წყობა და ვერჩი საშინლად.. ახალი თუ ძველი  თაობის ჟურნალისტები იმ ენაზე დაწერენ, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება და მოდით,  ვაღიაროთ,  წერო ქართულად, სულაც არ ნიშნავს, თანამედროვე მაჯისცემას მოწყდე. რა არის „სითი ჰოლდინგი“? იცით უკვე, უჩემოდაც. მედია ბეჭდური და ონლაინპლატფორმებით, შემეცნებითი, საგანმანათლებლო შეხვედრები, წვეულებები, სოციალური თუ ბიზნესპროექტები. ის, რაც უკვე არსებობს და ის, რაც ახლა იქმნება და გზაშია. „სითი“  ენერგეტიკით ახალბედაა, ა, შინაარსით კი, ხარისხიანი და გამოცდილი. ეს სინთეზი მომწონს და მიყვარს მასში.  უზომოდ ბედნიერი ვარ თქვენთან შეხვედრით და ძალიან მომნატრებიხარ, მკითხველო..რომ მკითხოთ,  როგორ ხარო, გიპასუხებთ: იცით, როგორ? “სიზმარა” ხომ გახსოვთ?

„აქეთ მზე, იქით მთვარე, უკან კიდევ – ვარსკვლავები! „აი, ასე ვარ ზუსტად” – წერს ეკა ხოფერია.

ასევე დაგაინტერესებთ