ეკა სეფაშვილი: ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ჰყავს ასეთი სამარცხვინო პრეზიდენტი, რომელიც განუხრელად არღვევს კონსტიტუციას და კანონს

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან რიგგარეშე არჩევნების 29 დეკემბრამდე ჩანიშვნის მოთხოვნაზე კომენტარი გააკეთა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ზურაბიშვილი თავისი განცხადებებით სხვა სამყაროში მცხოვრების შთაბეჭდილებას ტოვებს.
ეკა სეფაშვილი დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას სერიოზულად არავინ აღიქვამს, რადგან ის არ ემსახურება საკუთარი ქვეყნის ინტერესებს და საკუთარი ხალხის ნებას.
„სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ ჩავნიშნოთ ახალი 29 დეკემბრამდე, მაფიქრებინებს იმას, რომ ქალბატონი სალომე პარალელურ სამყაროში ცხოვრობს, სადაც გაყალბდა, სახელმწიფო ინსტიტუტები არ არსებობენ და არ მოქმედებს კონსტიტუცია. ასე რომ, მისი ეს განცხადება, არ მგონია, ვინმემ სერიოზულად მიიღოს. მას ალბათ მიღებული აქვს გარედან ძალიან მკაცრი დავალება ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნები და ყველანაირად ცდილობს ამ მიმართულებით წარმართოს პროცესები.
თუმცა, რა თქმა უნდა, მას არაფერი გამოუვა – ამაში სრულად ვარ დარწმუნებული. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს თავის ისტორიაში პირველად ჰყავს ასეთი სამარცხვინო პრეზიდენტი, რომელიც განუხრელად არღვევს კონსტიტუციას, არღვევს კანონს და ურჩევნია საკუთარი ქვეყნის ინტერესების და საკუთარი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ უცხო აქტორების დავალებები შეასრულოს,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს – ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს ძალას