არქივი29 დეკემბერი, 2024, 12:08
ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი იყო „ნაცმოძრაობის" და არა საქართველოს პრეზიდენტი - დღეს ის გახდა უბრალოდ მოქალაქე ზურაბიშვილი, არავითარი კუთხით აღარ არის საინტერესო

მოქალაქე ზურაბიშვილი აღარ არის არავითარი თვალსაზრისით საინტერესო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, მანამდეც ის იყო, „ნაცმოძრაობის და არა საქართველოს პრეზიდენტი“.
„მოქალაქე ზურაბიშვილი აღარ არის არავითარი თვალსაზრისით საინტერესო, მანამდეც ის იყო, რეალურად, ფაქტობრივად, „ნაცმოძრაობის" პრეზიდენტი და არა საქართველოს პრეზიდენტი. დღეს ის გახდა უბრალოდ მოქალაქე ზურაბიშვილი, არავითარი კუთხით აღარ არის ის საინტერესო", - განაცხადა პრემიერმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.