ეკა ბესელია – პრეზიდენტის ხედვა მომავალთან დაკავშირებით არ გამიკვირდა, ლოგიკურია – მე ვიქნები მის გვერდით

როგორი საჭიროებაც დადგება ქვეყნისთვის ევროპული იდეის დასაცავად, დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი იდგება იქ, სადაც უნდა იდგეს , – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა, მ განაცხადა. ამით ბესელიამ შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის, ს განცხადება, რომელშიც ის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.
„პრეზიდენტის ხედვა მომავალთან დაკავშირებით არ გამიკვირდა, ლოგიკურია. როგორი საჭიროებაც დადგება ქვეყნისათვის ევროპული იდეის დასაცავად, დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი იქ იდგება, სადაც უნდა იდგეს. ამიტომ არაფრის გამორიცხვა შეიძლება.
ჯერ ადრეა რამე პროგნოზის გაკეთება. პრეზიდენტი ჩვენ გვჭირდება სწორედ ამ როლში, გაბედული, თამამი გადაწყვეტილებების მიმღები და გარანტი იმისა, რომ არჩევნები ჩავატაროთ ნორმალურ და მშვიდ გარემოში. მე ვიქნები მის გვერდით“, – განაცხადა ბესელიამ.
კითხვაზე, პრეზიდენტის პარტიას გულისხმობს მასთან ერთად დგომაში, ბესელია პასუხობს, რომ დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი იქნება ქვეყანასთან, ისევე როგორც თვითონ.
„არ მგონია ეს პარტიის ფორმატს გულისხმობდეს. მე უფრო ფართოდ ვუყურებ ამ პროცეს. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი იქნება ქვეყანასთან, მეც ვაპირებ, რომ ვიყო ჩემს ქვეყანასთან ერთად“, – განაცხადა ბესელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ