ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ახალი“ - პრეზიდენტის ხედვა არის გამოსავალი იმ უმძიმესი ვითარებიდან, რომელიც ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ” თავს მოახვიეს საქართველოს - გამოვთქვამთ მზადყოფნას, ჩავერთოთ შემოთავაზებულ პროცესებში

პარტია „ახალი” უერთდება და ხელს მოაწერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“. ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია ნათქვამი.
„ახალი“ ვთვლის, რომ აღნიშნული დოკუმენტი გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის ნებას, რომელსაც აქტიურად აფიქსირებენ საქართველოს დედაქალაქისა და სხვა ქალაქების ქუჩებში.
„პრეზიდენტის ხედვა არის გამოსავალი იმ უმძიმესი ვითარებიდან, რომელიც ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ” თავს მოახვიეს საქართველოს.
ახლა, ამ ისტორიულ მომენტში, პრეზიდენტისა და პროდასავლური პოლიტიკური ძალების მსგავსი ერთობლივი ძალისხმევა აუცილებელია ანტიეროვნული და შესაბამისად ანტიდასავლური ხელისუფლების დასამარცხებლად და შემდეგ იმ რეფორმების გასატარებლად, რომელთა მეშვეობითაც ჩვენი სამშობლო დაუბრუნდება დასავლურ კურსს და მივაღწევთ ქართველი ხალხის ისტორიულ მიზანს - ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას.
ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, ჩავერთოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ პროცესებში“, - წერია განხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.