ჟურნალისტი ეკატერინე ლომიძე:
“მკვდარი ბიჭის ტელეფონი რეკავდა…” ეს ფრაზა მკლავს.
ფრაზა კი არა, სინამდვილე.
შენიანი ყველა მოიკითხე, ყველა ცოცხალია, კარგად არიან და რომ გგონია შვებით ამოისუნთქავ, მანდ გემართება კატასტროფა.
ვიღაცას აღარ უპასუხეს ტელეფონზე და ის ვიღაცა 17 წლის ბიჭის პასუხს ელოდა.
ის ვიღაცა 17 წლის ბიჭის დედა, მამა, დაა, ძმაა…რანაირია?
გაზარდე შვილი და ვიღაცამ მოგიკლას არაფრის გამო, მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვურად ბედნიერი იყო, თურმე ბოლოჯერ იცინოდა.
საქართველოს ხელისუფლებავ შექმნილი რეალობა ვისი შემოქმედებაა, ჩემი, ციხეში გამოკეტილი იმ ხალხის, ვინც სწორედ უკეთეს საქართველოს ითხოვს, თუ არაფრისთვის რომ მოკლეს, იმ ხალხის ბრალია.
ძალიან ბევრი “ორი გვამი” დაგიგროვდათ 14 წელში.
ძალიან ბევრი გააფუჭეთ და რას ფიქრობთ, თუ თქვენ არ იქნებით, ქვა ქვაზე არ დარჩენილა და დაე ბოლომდე აიმღვრეს წყლები?
საქართველოს მთავრობა
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia სულ კანონის იმედი მქონდა და კიდევ იმ ბიჭების, საპატრულო პოლიციელის ფორმას და სტატუსს რომ ღირსეულად ატარებდნენ.
ახლა არ ვიცი ვისი იმედი მქონდეს. სანამ პატრული მოვა ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მოხდა კიდეც…
ვისი იმედი მქონდეს, ვინ დამიცავს?
#კრიმინალი
#მკვლელობა




