არქივი15 თებერვალი, 2024, 05:21
ეზიდები ხიდირაილასისა და ხიდირნაბის დღესასწაულს აღნიშნავენ
15-16 თებერვალს საქართველოს ეზიდური თემი წმინდა ხიდირაილასისა და ხიდირნაბის დღესასწაულს აღნიშნავენ.
„ეზიდთა წარმოდგენაში, ხიდირნაბი ნატვრის ამსრულებელი და შეყვარებულთა შემწეა, ხიდირაილასი კი ზღვაში მოგზაურთა მფარველი.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს ეზიდ მოქალაქეებს დღესასწაულს, წარმატებებსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.