“ევრო-ოპტიმისტები” და დეპუტატი თეონა აქუბარდია პარლამენტს რუსეთის მიერ უკანონოდ დეპორტირებულ უკრაინელ ბავშვებთან დაკავშირებით სპეციალური რეზოლუციის მიღებას სთავაზობენ

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევრო-ოპტიმისტების” წევრები და მათთან ერთად დეპუტატი თეონა აქუბარდია, პარლამენტს რუსეთის მიერ უკანონოდ დეპორტირებულ უკრაინელ ბავშვებთან დაკავშირებით სპეციალური რეზოლუციის მიღებას სთავაზობს.
პროექტის ინიციატორთა განცხადებით, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მხრიდან გრძელდება უკრაინელი ბავშვების და სხვა სამოქალაქო პირების ძალადობრივი გადასახლება რუსეთის ტერიტორიაზე, რამაც განსაკუთრებით მწვავე ხასიათი 2022 წლის 24 თებერვლიდან მიიღო.
“რეზოლუცია, რომელიც არის წმინდა წყლის ჰუმანიტარული საკითხი და ეხება ბავშვებს, რომლებიც უკანონოდ, იძულებით იქნენ დეპორტირებულები საკუთარი ქვეყნიდან რუსეთში, ეს არის საკითხი, რაზეც აუცილებელია თანხმობა, ამიტომ მე მივმართავ ქართულ ოცნებას, ისევე როგორც ყველა სხვა პოლიტიკურ ჯგუფს, რომ იყოს ამ რეზოლუციაზე კონსენსუსი. მე მაქვს მოლოდინი და იმედი, რომ ქართული ოცნება, როგორც სჩვევია ხოლმე რეზოლუციებს, ისე არ გადადებს და ამ საკითხის განხილვა შედგება,” – აცხადებს თეონა აქუბარდია.
განცხადებას ხალხის ძალის წევრი, ეკა სეფაშვილი გამოეხმაურა. მან ინიციატივას პოლიტიკური კეკლუცობა უწოდა.
“ოპოზიციის მიერ მომზადებული ნებისმიერი რეზოლუცია არ ემსახურება ქვეყანაში სტაბილურობას. მათი ეს რეზოლუცია მხოლოდ პოლიტიკური კეკლუცობაა, საქართველომ მკაფიოდ და აშკარად გამოხატა საერთაშორისო ასპარეზზე უკრაინისადმი ჰუმანიტარული თუ პოლიტიკური მხარდაჭერა და მსგავსი ტიპის განცხადებები და რეზოლუციები მხოლოდ პირადი პოლიტიკური ქულების დაწერას ემსახურება,” – აცხადებს ეკა სეფაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა