ევროს შემქმნელი ჟაკ დელორი გარდაიცვალა

ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი და ერთიანი ევროპული ვალუტის შექმნის მთავარი ფიგურანტი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ Politico იუწყება.

ჟაკ დელორი ევროკომისიას 1985 -1995 წლებში ხელმძღვანელობდა. ეს იყო ევროკავშირის ქვეყნების შიდა ინტეგრაციის გაძლიერების პერიოდი – დასრულდა საერთო საბაზრო სივრცის შექმნა, დაიდო შენგენის ხელშეკრულებები, უზრუნველყოფილი იყო მოძრაობა ევროკავშირის შიგნით, მიღებულ იქნა Erasmus-ის სტუდენტური გაცვლის პროგრამა და შეიქმნა ერთიანი ევროპული ვალუტა ევრო.

დელორს „ევროს მამასაც“ უწოდებდნენ.

ჟაკ დელორის გარდაცვალებას გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი .

„ადამიანური სამართლიანობისთვის მებრძოლი. ჟაკ დელორი ყველაფერი იყო. მისი ერთგულება, მისი იდეალები და სამართლიანობა ყოველთვის შთაგვაგონებს. მე პატივს ვცემ მის შრომას, მის ხსოვნას და ვიზიარებ მისი საყვარელი ადამიანების ტკივილს“, – აღნიშნა მაკრონმა.

ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა დელორს უწოდა „დიდი ფრანგი და დიდი ევროპელი”, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც ჩვენი ევროპის ერთ-ერთი მშენებელი.