გარდაიცვალა ჟაკ დელორი, რომელმაც შექმნა ევრო და გააძლიერა ევროკავშირი

99 წლის ასაკში პარიზში, თავის სახლში, გარდაცვალა ჟაკ დელორი, ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი და ერთიანი ევროპული ვალუტის შექმნის მთავარი ფიგურანტი.
სოციალისტ ჟაკ დელორს გამორჩეული პოლიტიკური კარიერა ჰქონდა საფრანგეთში. 1981 წლიდან 1984 წლამდე იყო ფინანსთა მინისტრი პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანის მთავრობაში. 1995 წელს დელორმა უარი თქვა საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში დიდი უპირატესობა ჰქონდა პოტენციურ კონკურენტებთან შედარებით. „მე ძალიან დიდი სურვილი მქონდა დავრჩენილიყავი დამოუკიდებელი, – აღიარა მან მოგვიანებით, – მე ამას არ ვნანობ, მაგრამ არც იმას ვამტკიცებ, რომ მართალი ვიყავი“,- ამის შესახებ France 24 წერს.
ჟაკ დელორი ევროკომისიას 1985 -1995 წლებში ხელმძღვანელობდა. ეს იყო ევროკავშირის ქვეყნების შიდა ინტეგრაციის გაძლიერების პერიოდი – დასრულდა საერთო საბაზრო სივრცის შექმნა, დაიდო შენგენის ხელშეკრულებები, უზრუნველყოფილი იყო მოძრაობა ევროკავშირის შიგნით, მიღებულ იქნა Erasmus-ის სტუდენტური გაცვლის პროგრამა და შეიქმნა ერთიანი ევროპული ვალუტა ევრო.
ყველა ევროპელი ლიდერი არ ემხრობოდა დელორის ინტეგრაციის გაძლიერებისკენ მიმართულ მისწრაფებებს, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება