ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროპული საბჭო - ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას

ევროკავშირი აცხადებს, რომ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რათა გაძლიერდეს ქვეყნის მდგრადობა და ქვეყანამ მოაგვაროს ის გამოწვევები, რომლის წინაშეც რუსეთის ქმედებების გამო დგას.
„ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მისი მდგრადობის გაძლიერებაში და იმ გამოწვევების მოგვარებაში, რომლის წინაშეც ის დგას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის ძირის გამოთხრისკენ მიმართული რუსეთის ქმედებების შედეგად და ასევე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად“, - აღნიშნულია ევროპული საბჭოს დასკვნაში, რომელიც საბჭოს ორდღიანი სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.