– „ევრონესტის“ რეზოლუციის პროექტში საქმე ეხებოდა საქართველოს ევროპული კურსის მხარდაჭერას – ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი სინამდვილეში ლობირებენ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ

„ევრონესტის“ რეზოლუციის პროექტში საქმე ეხებოდა საქართველოს ევროპული კურსის მხარდაჭერას – ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი სინამდვილეში ლობირებენ სწორედ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“რეალურად გასაგებია, რაშიც არის საქმე. აქ საქმე ეხებოდა საქართველოს მხარდაჭერას, მისი ევროპული კურსის მხარდაჭერას. ამაზე იყო საუბარი შესაბამის დოკუმენტში. როცა ასეთ დოკუმენტს არ უჭერს მხარს ოპოზიცია, გასაგებია მათი დამოკიდებულება. კიდევ ერთხელ დაადასტურეს მათ, რომ ისინი სინამდვილეში ლობირებენ სწორედ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან სამწუხარო,“ – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, „ქართულ ოცნებაში აცხადებენ“, რომ „ევრონესტის“ ასამბლეაზე უკრაინის დელეგაციისა და ქართული ოპოზიციის უარის გამო, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუცია ვერ დაინიცირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი უძილაურზე – არ შეიძლება ვიღაცას ფარდის მიღმა ელაპარაკებოდე და სახელმწიფოს შესახებ ინფორმაცია, საფასურის სანაცვლოდ, ჩუმად გასცე, ეს ღალატია! – ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანი არ ყოფილა, ნუ დახატავთ, რომ მისი მარჯვენა ხელი იყო