ევროპული მეხსიერებისა და ცნობიერების პლატფორმის საბჭოს გადაწყვეტილებით, რეპრესირებული მწერლების მუზეუმს პლატფორმის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

5-7 დეკემბერს, ვარშავაში ჩატარდა ევროპული მეხსიერებისა და ცნობიერების პლატფორმის ყოველწლიური საბჭოს შეხვედრა და საერთაშორისო კონფერენცია − „მეხსიერება, როგორც აწმყოს გაგების გასაღები“, სადაც მწერალთა სახლის მუზეუმების სტრატეგიული განვითარების მენეჯერმა − ელინა ვალაიტემ წარადგინა რეპრესირებული მწერლების მუზეუმი. ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 5 დეკემბერს ევროპული მეხსიერებისა და ცნობიერების პლატფორმის საბჭოს გადაწყვეტილებით, რეპრესირებული მწერლების მუზეუმს პლატფორმის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა!
2023 წლის საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრას პლატფორმის 48 ევროპული და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების ინსტიტუციური წარმომადგენელი ესწრებოდა.
საერთაშორისო კონფერენციისა და ევროპული მეხსიერებისა და ცნობიერების პლატფორმის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზატორი და მასპინძელი ორგანიზაცია იყო პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი.
ევროპული მეხსიერებისა და ცნობიერების პლატფორმა საერთაშორისო არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნდა ჩეხეთის რესპუბლიკის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით. პლატფორმა ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს მხარდაჭერით 2011 წლის 14 ოქტომბერს პრაღაში შეიქმნა, 20 დამფუძნებელი წევრის მიერ ევროკავშირის 12 წევრი ქვეყნიდან. ამჟამად პლატფორმა აერთიანებს 68 საჯარო და კერძო ინსტიტუტსა და ორგანიზაციას 23 ქვეყნიდან − ევროკავშირის წევრი 15 ქვეყნიდან (ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, შვედეთი), ალბანეთი, კანადა, საქართველო, ისლანდია, მოლდოვა, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და აშშ.
პლატფორმის მიზანია კვლევების განხორციელება და ტოტალიტარული რეჟიმის შესახებ ცნობიერების ამაღლება სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტის მეშვეობით.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: გია ბარამიძეს აკავებენ 50 წელს გადაცილებული სამზარეულოში სპორტულებით მჯდომი, ნაკლებად დასაქმებული, საეჭვო განათლების მქონე მაგრამ უბანში “ჯიგარი” კაცის სახელის მქონე სადღაც ათასიდან ხუთიათასამდე ქოცის გულის მოსაფხანად

ზურაბ ჯაფარიძე: გიორგი ბარამიძის დაკავება სამშობლოს ღალატის ბრალდებით იმ რეჟიმის მიერ, ვინც ოკუპანტს ბოდიშს უხდის და ქვეყანა იზოლაციაში მოაქცია, არის ჩვეულებრივი რუსული, თავხედური ცინიზმი

ირაკლი ფავლენიშვილი გიორგი ბარამიძის დაკავებაზე – ახლა ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმარი, რომელიც მისი სიტყვების საკუთარი ინტერპრეტაციის გამო დაიჭირეს, რომელიც საჯაროდ აქვს უარყოფილი