პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში, რომ ვყოფილიყავით, საქართველოსთან წარმატებით თამაში მარტივად შეგვეძლო" - ვეტერანი რუსი ფეხბურთელი

ვეტერანმა რუსმა ფეხბურთელმა ბორის რაპოპორტმა თავისი ქვეყნის ნაკრების ამხანაგური მატჩი შეაფასა, სადაც რუსეთმა კუბა 8:0 დაამარცხა.
მან სინანული გამოთქვა, რომ რუსებს საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლა აკრძალული აქვთ და საქართველოს ნაკრები დადებითად არ მოიხსენია.
"რა თქმა უნდა, ვწუხვარ, რომ ოფიციალურ მატჩებში გამოსვლა არ შეგვიძლია. მიმაჩნია, რომ ამჟამინდელ ევრო შესარჩევში ისეთ გუნდებთან, როგორებიცაა სლოვენია და საქართველო მარტივად შეგვიძლია წარმატებით ვითამაშოთ", - აქვეყნებს რაპოპორტის სიტყვებს sports.ru

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.