ფრენბურთის 18 წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველმა სპორტსმენებმა მეორე ტურის საგზური მოიპოვეს

ფრენბურთის 18 წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველმა სპორტსმენებმა მეორე ტურის საგზური მოიპოვეს.
ლატვიაში გამართული 6 შეხვედრიდან გოგონებმა 3 თამაში მოიგეს და კიდევ ერთხელ გაუჩნდათ შანსი იასპარეზონ 2024 წლის ფრენბურთის ევროპის ჩემპიონატზე. ქართველმა გოგონებმა დაამარცხეს ესტონეთი (3:2), ლიეტუვა (3:1) და აზერბაიჯანი (3:0).
“ევროპის პირველობის დასკვნით ეტაპზე მოსახვედრად კი ქართველ ფრენბურთელებს დაძაბული თამაშების ჩატარება უკვე აპრილის თვეში, მეორე ტურის ფარგლებში მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი ფრენბურთის ისტორიაში ახალგაზრდული ნაკრები გასული წლის ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი