ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროპის საკითხებში ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ დარჩიაშვილთან სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ზეწოლაზე შეშფოთება გამოხატა

ევროპის საკითხებში ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ დარჩიაშვილთან სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ზეწოლაზე შეშფოთება გამოხატა

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში სტივენ დაუთი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან საუბრის დროს შეშფოთება გამოხატა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ზეწოლაზე. მისივე თქმით, ის ქართველ კოლეგას გასულ კვირას ესაუბრა.
„საუბრისას ჩემი ღრმა შეშფოთება გამოვხატე სამოქალაქო საზოგადოებაზე მიმდინარე ზეწოლაზე, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მდგომარეობასა და ანტიდასავლური რიტორიკის შესახებ.
ამგვარი მოქმედებები ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეების მკაფიო ამბიციას, შექმნან თანამედროვე და ინკლუზიური საზოგადოება და ჰქონდეთ ევროატლანტიკური მომავალი და ასევე, ეჭვქვეშ აყენებს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობას“, - წერს სტივენ დაუთი.
მანვე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი მონაწილეობს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიაში, რათა მხარი დაუჭირონ საქართველოში არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა, ხალხმრავალი პროტესტისა და პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, „აგენტების კანონზე“ დაძლია პრეზიდენტის ვეტო. როგორც ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია.
კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა საქართველოს დახმარება შეუმცირეს, დიდმა ბრიტანეთმა კი საქართველოში სტრატკომის დაფინანსება შეწყვიტა.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.