ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროპის რომელ ქალაქს აქვს ყველაზე გადატვირთული გზები?

ევროპის რომელ ქალაქს აქვს ყველაზე გადატვირთული გზები?

ახალი ანალიზის თანახმად, ლონდონს ზედიზედ მეოთხე წელია ევროპაში ყველაზე გადატვირთული გზები აქვს. ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.
სატრანსპორტო ანალიტიკურმა კომპანია Inrix-მა აღმოაჩინა, რომ ლონდონის გზები მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა გადატვირთულობით.
Inrix თავის გლობალურ საგზაო მოძრაობის ანგარიშში 2024-ში ამბობს, რომ დედაქალაქზე მოდის გაერთიანებული სამეფოს გზებზე არსებული შეფერხებების დაახლოებით ნახევარი. ეს უდრის დაახლოებით 3,85 მილიარდი ფუნტის დაკარგულ დროს ან 942 ფუნტ სტერლინგს თითო მძღოლზე.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.