ნიკა მელია: სოსო ფხაკაძის ოჯახი და მას ამოფარებული კალაძე, ქალაქში ყველაზე მსხვილ დეველოპერებად გადაიქცნენ და იმ ადგილას, სადაც ქალაქს ცენტრალურ პარკს დაპირდნენ, ცათამბჯენების აშენება გადაწყვიტეს

“იპოდრომზე, ცენტრალური პარკის ნაცვლად 6 ცათამბჯენს აშენებენ. არქიტექტურის სამსახურში 2024 წლის 31 დეკემბერს შეიტანეს მოთხოვნა მშენებლობის ნებართვაზე.
ამ ორომტრიალში, ქვეყნის მომავალზე ფიქრში, დარდსა და ყოვლდღიურ ბრძოლაში ეს ამბავი შეიძლება ბევრს გამოგვრჩა – სოსო ფხაკაძის ოჯახი და მას ამოფარებული კალაძე, ქალაქში ყველაზე მსხვილ დეველოპერებად გადაიქცნენ და იმ ადგილას, სადაც ქალაქს ცენტრალურ პარკს დაპირდნენ, ცათამბჯენების აშენება გადაწყვიტეს და ნებართვის გაცემის პროცედურაც დაიწყეს.
რეჟიმის ძალოვან და იდეოლოგიურ საყრდენებზე არანაკლებ ბოროტებას სჩადიან დღეს რეჟიმის “საფულედ” ქცეული ე.წ. ბიზნესმენები, სინამდვილეში კი ცეხავიკები. აბა, რომელი ბაზარზე ორიენტირებული ბიზნესისთვის შეიძლება იყოს სანქციის პერსპექტივა მისაღები, მხოლოდ მათთვის, ვინც შავ ფულზეა და საბანკო სისტემიდან გათიშვის დაბალანსების იმედი აქვს.
მაგრამ, არის დიდი მაგრამ… დიდი დღე არ უწერია არც მათ “ფინანსურ წარმატებას”, არც მათ “ევროპულ ცხოვრებასა” და ევროპაში გატარებულ არდაგებებს და არც მათ ამ ქალაქში პარპაშს!
ხალხმა გადაწყვეტილება მიიღო და მის აღსასრულებლად ძალიან აქტიურად და ძალიან თანმიმდევრულად იბრძვის.
არც რუსთაველის რეაბილიტაცია უშველის კალაძეს.რუსთაველზე ხალხმა მართლა დაგეგმა ქვეყნის რეაბილიტაცია და დაიწყო აღსრულება, უბრალოდ რაც რეაბილიტაციას არ ექვემდებარება – შეიცვლება ახლით. ეს სისტემა რეაბილიტაციას არ ექვემდებარება, დემოტაჟი დაწყებულია…” – წერს სოციალურ ქსელში ნიკა მელია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია