ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროპელები ხელს უშლიან უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიან რელსებზე გადაყვანის მცდელობებს - პესკოვი

ევროპელები ხელს უშლიან უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიან რელსებზე გადაყვანის მცდელობებს - პესკოვი

ევროპელები ხელს უშლიან უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიან რელსებზე გადაყვანის მცდელობებს - პესკოვი
ევროპელები ხელს უშლიან უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიან რელსებზე გადაყვანის მცდელობებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი მადლიერია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ, რომელიც ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებას ცდილობს.
„ევროპელები ხელს უშლიან ამ მცდელობებს, ევროპელები ბორბლებში ჯოხებს ურჭობენ“, - აღნიშნა პესკოვმა.
მისი მტკიცებით, ევროპელი პოლიტიკოსების ქმედებები მკვეთრად ეწინააღმდეგება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიდგომას.
„ევროპული ომის პარტია ძირითად ტენდენციას ინარჩუნებს, ისინი არ ცხრებიან. ეს მკვეთრად ეწინააღმდეგება იმ მიდგომას, რომელსაც ჩვენი პრეზიდენტი, პრეზიდენტი პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი იცავენ“, - აღნიშნა პესკოვმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.